საზოგადოება
18.02.2021 12:02
საქართველოში კორონავირუსის 365 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 539 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 365 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 539 პაციენტი, - აღნიშნული მონაცმები მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ გვერდზე -  stopcov.ge - ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა. ამასთან, გასული 24 საათის განმავლობაში, დაფიქსირდა კოვიდინფიცირებული პაციენტის გარდაცვალების 9 ფაქტი.

ვებ გვერდის ცნობით, ბოლო 24 საათში, ქვეყანაში 17 188 კვლევა ჩატარდა, მათ შორის  ანტიგენის სწრაფი ტესტით - 9 866, PCR ტესტით - 7 322.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 267 313 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 260 266, გარდაიცვალა 3 399 პაციენტი.

დღეის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 252, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 1 869. კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 248 მოქალაქე.

კვირის ამბები