გიორგი ერისთავის სახელობის გორის დრამატული თეატრის მსახიობები ბელარუსში გაემგზავრნენ. საგასტროლო ტურნეს ფარგლებში, გორის თეატრი ბელარუსის რესპუბლიკის ნაციონალური დრამატურგიის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას და უცხოელ მაყურებელს სპექტაკლს წარუდგენს რომლის სახელწოდებაც „შეცვალე“ გახლავთ. ცნობისთვის, გორის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით ჩხარტიშვილმა აღნიშნული სცენარი ალენა ივანიუშენკოს ნაწარმოების _ ,,ალისა თოვლის ქვეშ“ მიხედვით დადგა და ახალი შემოქმედებითი სეზონი სწორედ ამ სპექტაკლით გახსნა. ერთმოქმედებიან პიესაში, ერისთავის სახელობის თეატრის წამყვანი მსახიობები: ქეთი ლუარსაბიშვილი, კობა კოპაძე, გოირგი ჩორჩნიძე, ზაზა ცარულაშვილი, ლიკა კევლიშვილი, სოსო მგალობლიშვილი და თეკლა მარჯანიშვილი მონაწილეობენ.
ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს