საზოგადოება
17.02.2021 16:42
ინტენსიური თოვის გამო, რიკოთის უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი სატვირთო მანქანების გადაადგილება შეზღუდულია

რიკოთის უღელტეხილზე ინტენსიური თოვის გამო, დღეს დილიდან შეიზღუდა მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი სატვირთო მანქანების გადაადგილება. სხვა სახის ტრანსპორტი კი, საუღელტეხილო მონაკვეთზე შეუფერხებლად გადაადგილდება.

,,ინტენსიური თოვის გამო, გარკვეული შეზღუდვების დაწესება მოგვიხდა. უხვი თოვლის გამო, გზის გაწმენდიდან 5 წუთში იგივე ვითარება იყო, ტექნიკა ვერ ასწრებდა გზის წმენდას. შეზღუდვა მოქმედებს მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის გადაადგილებაზე თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომიბოლო მაგისტრალის 28-ე კილომეტრიდან 157-ე კილომეტრამდე - ნატახტარიდან ხუნევამდე. გზის სავალი ნაწილი იწმინდება, იყრება ქვიშა-მარილის ნარევი. თუ თოვა შესუსტდება, ყველა სახის ტრანსპორტისთვის მოიხსნება გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა", - აღნიშნა საზედამხედველო კომპანიის ტექნიკურმა ზედამხედველმა მიხეილ დოფიძემ.

კვირის ამბები