გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თოვლს გადაადგილების პრობლემა არ შეუქმნია, - აღნიშნულის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოადგილემ, ტარიელ მაისურაძემ განაცხადა.
როგორც მაისურაძემ GMnews-თან საუბრისას აღნიშნა, მიუხედავად ინტენსიური თოვისა, გზების გაწმენდის საჭიროება არ დამდგარა.
„თოვლის გამო, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ საავტომობილო გზებზე გადაადგილების პრობლემა არ შექმნილა. სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულებიდან მერის არცერთ წარმომადგენელს არ მოუმართავს დახმარების თხოვნით. რაც შეეხება ქალაქის ტერიტორიას, შესაბამისი სამსახურები მუშაობენ სხვადასხვა მონაკვეთებზე და მიმდინარებს გზის გაწმენდისა და ტექნიკური მარილით დამუშავების ღონისძიებები“, - განაცხადა GMnews-თან საუბრისას ტარიელ მაისურაძემ.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში