საზოგადოება
17.02.2021 09:29
17 თებერვალს, გორში მთელი დღის განმავლობაში თოვაა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +1 გრადუსს მიაღწევს

დღეს, 17 თებერვალს, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მთელი დღის განმავლობაში ნალექია მოსალოდნელი თოვლის სახით.

რაც შეეხება ჰაერის ტემპერატურას, სინოპტიკოსების ცნობით, მხოლოდ +1 გრადუსამდე მოიმატებს. 20 საათიდან კი ტემპერატურა კვლავ დაიკლებს და ღამის საათებში -4 გრადუსი ყინვაა ნავარაუდევი.

დაბალი ტემპერატურა და პერიოდულად ნალექი შენარჩუნდება უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში.

კვირის ამბები