ხვალ, 17 თებერვალს, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნალექია მოსალოდნელი თოვლის სახით. სინოპტიკოსების ინფორმაციით, თოვა დღეს საღამოს 20 საათიდან დაიწყება და ხვალ მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება. რაც შეეხება ჰაერის ტემპერატურას, 17 თებერვალს, დღის პირველ ნახევარში -3 გრადუსი ყინვაა ნავარაუდევი, შუადღით კი ტემპერატურა მოიმატებს და +2 გრადუსს მიაღწევს.
უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში, გორის მუნიციპალიტეტში არასტაბილური ამინდი და პერიოდულად ნალექია მოსალოდნელი, ტემპერატურა კი კიდევ უფრო დაიკლებს და -8 -10 გრადუსამდე დაეცემა, დღისით კი, უახლოეს დღეებში, მხოლოდ +1-დან +5 გრადუსამდეა მოსალოდნელი.
უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში, გორში ყველაზე დაბალი ტემპერატურა 19 და 22 თებერვალსაა მოსალოდნელი (ღამით -8 -10, დღისით კი მხოლოდ +1 გრადუსი).
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში