საზოგადოება
16.02.2021 12:10
საქართველოში დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობით, შიდა ქართლი პირველ სამეულშია

ბოლო 24 საათის განმავლობაში, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ანტიგენის ტესტით და PCR ტესტით ჩატარებული კვლევის შედეგად, შიდა ქართლში ვირუსით ინფიცირების 69 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

მთლიანობაში კი, ქვეყნის მასშტაბით, ბოლო დღე-ღამეში 740 შემთხვევა დადასტურდა, საიდანაც თბილისში გამოვლენილია 328 შემთხვევა, იმერეთში - 138, მესამე ადგილზე კი შიდა ქართლია, სადაც 69 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

კოვიდ 19-ის შემთხვევათა ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კვლავ რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში ფიქსირდება.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 831, საიდანაც მძიმე პაციენტია 395, მათგან მართვით სუნთქვაზე იმყოფება 103 პაციენტი.

ბოლო 24 საათში, საქართველოში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 496 პირი და  გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 259 228-მდე გაიზარდა.

კორონავირუსით კიდევ 14 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს 3 377 პირი ემსხვერპლა.

კვირის ამბები