საზოგადოება
16.02.2021 11:26
ატენში მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის მაისამდე დასრულდება

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენის ერთ-ერთ უბანში - „გარდატენში“ მიმდინარე  გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის მაისამდე დასრულდება. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ ადგილობრივი თვითმმართველობა ავრცელებს.„შესაბამისი სამუშაოები ზემოხსენებულ სოფელში გასული წლის ნოემბერში დაიწყო და ხელშეკრულების მიხედვით, 2021 წლის მაისამდე უნდა დასრულდეს. ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულება 579 800 ლარს შეადგენს. გზის სარეაბილიტაციო მონაკვეთის სიგრძე 1027 მეტრია. პროექტის მიხედვით, მოასფალტდება ტრანსპორტის სავალი ნაწილი, მოეწყობა სანიაღვრე სისტემა, ეზოებში შესასვლელები და მიერთებები“, - აცხადებენ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში.

კვირის ამბები