რეგისტრაცია უფასოა და პორტალზე - workabroad.moh.gov.ge. - მიმდინარეობს. ამასთან, მოქალაქეებს საკუთარი განაცხადის დაფიქსირება მთელი წლის განმავლობაში შეუძლიათ. დამატებითი ინფორმაციისთვის მოქალაქემ უნდა მიმართოს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ფეისბუქ გვერდს ან დაუკავშირდეს ცხელ ხაზს.
ცნობისთვის, გერმანიაში სეზონური სამუშაოები პირველი აპრილიდან დაიწყება და საქართველოს მოქალაქეებს დროებითი ლეგალური დასაქმება ერთიდან სამ თვემდე ვადით შეეძლებათ. სამუშაო დრო 5-6 დღე კვირაში; 8 - 10 საათი დღეში. მინიმალური ხელფასი - 9.50 ევრო საათში (დარიცხული), რომელსაც გამოაკლდება გადასახადები, კვებისა და საცხოვრებლის ხარჯები.
დასაქმების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: 18 წლიდან 60-წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე; გერმანიაში გამგზავრებამდე სამი თვით ადრე პერიოდში არ უმოგზაურია შენგენის სივრცეში; ფიზიკური ჯანმრთელობა; მოსავლის აღების სამუშაო გამოცდილება და მოტივაცია; ნებისმიერი მიზეზის არარსებობა, რაც იწვევს ქვეყანაში ხელახლა შესვლის შეზღუდვას; გერმანული ან ინგლისური ენის ელემენტარულ, საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.