გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარბში, მემორიალთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მალე დაიწყება. როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, ამ ეტაპზე, შესაბამისი სამუშაოების შესყიდვის მიზნით, ტენდერი მიმდინარეობს. წინადადების მიღება 24 თებერვალს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 314 000 ლარს შეადგენს, გზის სარეაბილიტაციო მონაკვეთის სიგრძე კი, 324 მეტრია. რაც შეეხება ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების ვადას, სამუშაოები ხელშეკრულების გაფომებიდან 3 თვეში უნდა დასრულდეს.
GMnews-ის ინფორმაციით, სოფელ კარბში, ზემოხსენებული მემორიალი 2008 წლის 9 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული 8 ადგილობრივი, მშვიდობიანი მოქალაქის ხსოვნის პატივსაცემად მოეწყო. ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით, შესაბამისი სამუშაოები 2019 წელს განხორციელდა.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში