საზოგადოება
15.02.2021 11:00
მეწარმე დევნილებს საქმიანობის გაფართოების მიზნით გრანტები გადაეცათ

დევნილებს, რომლებიც მეწარმეობით არიან დაკავებული, საქმიანობის გაფართოების მიზნით გრანტები გადაეცათ. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატს (UNHCR) შორის გაფორმებული პარტნიორობის ხელშეკრულების საფუძველზე, 15-მა მეწარმემ, ჯამში, 110 000 ლარის ღირებულების დანადგარები და აღჭურვილობა მიიღო.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, ზემოხსენებული პროექტის მთავარი მიზანი, იძულებით გადაადგილებული პირების სამეწარმეო საქმიანობის მხარდაჭერასთან ერთად, საერთაშორისო დაცვის ქვეშ მყოფი პირების დასაქმებისა და ინტეგრაციის ხელშეწყობაა.  უნდა აღინიშნოს ისიც, რომ  მეწარმეებმა თავიანთ საწარმოებში ლტოლვილის სტატუსის ან მოქალაქეობის არმქონე პირები დაასაქმეს.

კვირის ამბები