ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 165 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
სიჭინავამ მედიას კორონავირუსთან დაკავშირებით, დღეის მდგომარეობით არსებული უახლესი სტატისტიკური მონაცემები გააცნო.
„ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9 197 კვლევა ტესტით, მათ შორის 6 208 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 989 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 165 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 265 722-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 639 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 258 732-მდე.
სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 363 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 165 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 57 შემთხვევა, აჭარა - 10, იმერეთი - 31, ქვემო ქართლი - 6, შიდა ქართლი - 6, გურია - 13, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 14, კახეთი - 17, მცხეთა-მთიანეთი - 2, სამცხე-ჯავახეთი - 9, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 14 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.79%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 3%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.5%.“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
დღეის მონაცემებით, ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 601, საიდანაც 1 932 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, მძიმე პაციენტია 425, აქედან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 101 პირი. 232 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 1 437 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 238 ადამიანი, თვითიზოლაციაში კი იმყოფება 11 724 მოქალაქე.