გორის მუნიციპალიტეტის ოთხ სკოლაში რამდენიმე კლასი დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს სწავლას, - აღნიშნულის შესახებ GMnews-თან საუბრისას გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ტერმაკოზაშვილმა განაცხადა.
ნანა ტერმაკოზაშვილის ინფორმაციით, სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადასვლის მიზეზი რიგ შემთხვევებში პედაგოგების ინფიცირება, ზოგიერთ სკოლაში კი - კოვიდდაებითი მოსწავლე გახდა.
„ოთხ სკოლაში გვაქვს დისტანციური სწავლება, ესაა: ფლავის, ზეღდულეთის, ქვახვრელის და სკრის საჯარო სკოლების რამდენიმე კლასი. უნდა აღინიშნოს, რომ ზოგ შემთხვევაში პედაგოგის ინფიცირების გამო მივიღეთ აღნიშნული გადაწყვეტილება, ზოგ შემთხვევაში კი - მოსწავლის ინფიცირება გახდა მიზეზი, თუმცა, არის კლასები, სადაც ინფიცირებულია როგორც მასწავლებელი, ისე - მოსწავლე“, - განაცხადა ნანა ტერმაკოზაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სკოლებში პირისპირ სწავლება 8 თებერვლიდან განახლდა.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში