საზოგადოება
12.02.2021 13:49
უახლოესი 10 დღის განმავლობაში, გორის მუნიციპალიტეტში არასტაბილური ამინდი და ტემპერატურის მკვეთრი დაცემაა მოსალოდნელი

დღეს, 12 თებერვალს, მთელი დღის განმავლობაში, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მზიანი ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა კი +17 გრადუსს მიაღწევს.

ხვალიდან 10 დღის განმავლობაში კი, ტემპერატურის კლებაა მოსალოდნელი.

12 თებერვალთან შედარებით, ხვალ, 13 თებერვალს, ჰაერის ტემპერატურა 10 გრადუსით დაიკლებს და დღისით მხოლოდ +7 გრადუსია მოსალოდნელი.

ტემპერატურის კიდევ უფრო მკვეთრი დაცემაა ნავარაუდევი მომდევნო დღეების განმავლობაში.

18-21 თებერვალს, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურა დღისით -1 გრადუსამდე დაეცემა, ღამის საათებში კი -4 და -8 გრადუსი ყინვაა მოსალოდნელი.

ტემპერატურის კლების პარალელურად, 14-დან 21 თებერვლის ჩათვლით (15 თებერვლის გარდა), მოსალოდნელია ნალექიც წვიმის და თოვლჭყაპის სახით.

კვირის ამბები