ადგილობრივი თვითმმართველობა, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს საჭირო სამედიცინო კვლევებისა და სტაციონარული მკურნალობის ხარჯების ნაწილს დაუფინანსებს.
როგორც GMnews-ისთვის ცნობილია, გორის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებული ფულადი დახმარებებით სარგებლობა შემდეგი კატეგორიის მოქალაქეებს შეუძლიათ: ბენეფიციარები, რომელთა სარეიტინგო ქულა 0-დან 150 000 - ის ჩათვლით მერყეობს, სამედიცინო კვლევისთვის 300 ლარიანი შემწეობით ისარგებლებენ. ამავე კატეგორიის მოქალაქეებისთვის, სტაციონარული მკურნალობისთვის დაწესებული თანხის წლიური ლიმიტი კი, 400 ლარია.
მერიაში აცხადებენ, რომ დახმარებები განკუთვნილია იმ კატეგორიის ბენეფიციარებისთვის, რომელთა სამედიცინო მოსახურბის ხარჯებსაც სახელმწიფო პროგრამები ნაწილობრივ, ან საერთოდ ვერ ფარავს. ზოგიერთი კატეგორიის ბენეფიციარის დახმარება კი, დიფერენცირებულია სარეიტინგო სოციალური ქულების მიხედვით.
კუთვნილი დახმარებების მიღების მიზნით, დაინტერესებულმა პირებმა მერიაში წარსადგენი დოკუმენტების შესახებ ინფორმაცია შეუძლიათ იხილოთ როგორც საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში, ასევე ვებგვერდზე: MS.GOV.GE.