რეგიონი
04.11.2019 11:25
შიდა ქართლში ქარის ახალი ელექტროსადგური აშენდება
კასპის რაიონში, სოფელ ნიგოზას მიმდებარედ ქარის ახალი ელექტროსადგურის აშენება იგეგმება, რომელიც დაახლოებით 200 მლნ. კილოვატსაათ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. აღნიშნულ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ავრცელებს.

„ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია და მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ადგილობრივ რესურსზე დამყარებული ელექტროენერგია იქნება, არამედ იმიტომაც, რომ ჩვენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით უფრო მწვანე, დივერსიფიცირებული, განახლებადი ენერგოსექტორის დამკვიდრებისკენ" - განაცხადა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

პროექტით დაინტერესებულია თურქული კომპანია „ჩალიკი," რომელიც კვლევებშიც იყო ჩართული. მინისტრის ინფორმაციით, აღნიშნულ კომპანიასთან მოლაპარაკებები იგეგმება.
კვირის ამბები