საზოგადოება
12.02.2021 11:32
მე-5-დან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის სკოლაში პირბადის ტარება სავალდებულო გახდა, მოსწავლეთა რომელი კატეგორია თავისუფლდება ამ რეგულაციისგან

განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე, ვისი მშობელიც სკოლას შესაბამისი თხოვნით მიმართავს, პირბადის ტარების ვალდებულებისგან გათავისუფლდება, - აღნიშნულის შესახებ, განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ განაცხადა. შეგახსენებთ, რომ მე-5-დან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის სკოლაში პირბადის ტარება სავალდებულო გახდა.

,,პირბადეების მოხმარებასთან დაკავშირებით განსხვავებული რეკომენდაცია მიეწოდა სკოლებს საგანმანათლებლო საჭირობის მქონე მოსწავლეებთან მიმართებით. იმ შემთხვევაში, თუ მშობელი მიმართავს სკოლას პირბადის ტარებასთან დაკავშირებით, სკოლა იღებს გადაწყვეტილებას მოსწავლის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე და საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე თავისუფლდება პირბადის ტარების ვალდებულებისგან, - განაცხადა განათლების მინისტრის მოადგილემ.

 

კვირის ამბები