ინტენსიური ტესტირების ფარგლებში (კვლევა ანტიგენით და PCR ტესტით), შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებში ვირუსით ინფიცირების 40 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
მთლიანობაში კი, ქვეყნის მასშტაბით, კიდევ 507 ახალი ფაქტი დადასტურდა და მთლიანობაში, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 264 665-მდე გაიზარდა.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 660 პირი და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 256 684-მდე.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 15 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს 3 336 პირი ემსხვერპლა.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში