საზოგადოება
12.02.2021 11:10
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, საქართველოში კოვიდ 19-ით ინფიცირების 507 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგად ვირუსით ინფიცირების 507 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 264 665-მდე გაიზარდა.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 660 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 256 684-მდე.

კორონავირუსით კიდევ 15 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 336 პირი ემსხვერპლა.

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 507 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 191 შემთხვევა, აჭარა - 19, იმერეთი - 108, ქვემო ქართლი - 26, შიდა ქართლი - 40, გურია - 20, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 46, კახეთი - 40, მცხეთა-მთიანეთი - 5, სამცხე-ჯავახეთი - 9, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 4 619, საიდანაც

მძიმე პაციენტია 438, მათგან მართვით სუნთქვაზე იმყოფება 126 პაციენტი.

 

კვირის ამბები