საზოგადოება
11.02.2021 11:00
ვაკანსია

გორის მუნიციპალიტეტის მერია ვაკანტური სამუშაო ადგილის დასაკავებლად კონკურსს აცხადებს. ადგილობრივმა თვითმმართველობამ ვაკანსია მეორადი სტრუქტურული ერთეულის ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის განყოფილების მე - III რანგის I კატეგორიის უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე გამოაცხადა.

რაც შეეხება დამსაქმებლის მოთხოვნებს, კანდიდატებს, უმაღლეს განათლებასთან და პროფესიული უნარ-ჩვევების ფლობასთან  ერთად, ორწლიანი სამუშაო გამოცდილება მოეთხოვებათ.
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა 2021 წლის 14 თებერვალია.
დაინტერესებულმა პირებმა კონკურსში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია საჯარო სამსახურის ბიუროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე: www.HR.gov.ge -ზე უნდა გაიარონ და კონკურსში მონაწილეობისთვის განაცხადი უნდა წარადგინონ მხოლოდ ელექტრონული ფორმით, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით.

შესაბამისი კომისია, კონკრეტული პირის სამსახურში აყვანის  გადაწყვეტილებას მიიღებს ხმათა უმრავლესობის საფუძველზე, განცხადების წარდგენის ვადის გასვლიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.

 

კვირის ამბები