შიდა ქართლის რწმუნებულის პოსტზე მუშაობას დავიწყებ იმ პრობლემების მოგვარებით, რას არსებობს რეგიონში, - აღნიშნულის შესახებ შიდა ქართლის ახლადდანიშნულმა რწმუნებულმა მედიასთან პირველი კომენტარისას განაცხადა.
მამუკა საღარეიშვილმა ისიც აღნიშნა, რომ წლების განმავლობაში შიდა ქართლში სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა და რეგიონს კარგად იცნობს.
ცნობისთვის, მამუკა საღარეიშვილი 2005 წლიდან, შინაგან საქმეთა სამინიტროში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობს. იგი 2015 წლის ოქტომბრიდან 2018 წლის აგვისტომდე შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ხოლო შემდეგ - შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი იყო. 2018 წლის სექტემბრიდან იყო თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ხოლო 2020 წლის აპრილიდან - სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე.
ამასთან, პრემიერმა ახალი რწმუნებული კიდევ სამ რეგიონში წარადგინა.
მთავრობის მეთაურის გადაწყვეტილებით, გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობას გიორგი სახოკია დაიკავებს, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებული პარმენ მარგველიძე იქნება, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობაზე კი დავით ნოზაძე დაინიშნა.