კონფლიქტები
09.02.2021 13:32
დე ფაქტო ცხინვალის ე.წ. სასამართლომ სოფელ გუგუტიანთკარის მკვიდრს, რამაზ ბეღელურს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის მკვიდრს, რამაზ ბეღელურს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, - აღნიშნულ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს.

„უკანონო დაკავებები მნიშვნელოვნად აუარესებს საოკუპაციო ხაზს გასწვრივ, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურობას. არსებული მექანიზმების გამოყენებით მიმდინარეობს აქტიური მუშაობა უკანონოდ დაკავებული პირის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მიმართულებით,“ - ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ამავე სოფლის მკვიდრი მიმდინარე წლის 2 თებერვალს უკანონოდ დააკავეს.

კვირის ამბები