საინტერესო ამბები
09.02.2021 13:19
საი ტვომბლის არაორდინალური ნახატები რომლებიც ათეულობით მილიონ დოლარად იყიდება

თანამედროვე ხელოვნება, ამ სფეროდან შორს მდგარ ადამიანებს ზოგჯერ საგონებელში აგდებს, თუმცა, არსებობს ხელოვნების ნიმუშები, რომელთა არსის გაგება ყველაზე გამოცდილ ექსპერტებსაც კი, უჭირთ. იმასაც ამბობენ, რომ ხელოვნება ადამიანთა შთაგონების და ფსიქიკის „პროდუქტია“, თუმცა, თანამედროვე ხელოვნების ზოგიერთი ნაწარმოების შემხედვარე, ამ ფრაზის არსი შეიძლება ოდნავ დამახინჯებული აღმოჩნდეს.

GMnews-ი გაგაცნობთ, ამერიკელ მხატვარ საი ტვომბლის (Cy Twombly), რომლის შემოქმედების გაცნობისას, შესაძლოა, სწორდ ასეთი ემოცია დაგებადოთ. ტვომბლის ნამუშევრები ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში და ლუვრში ინახება. მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარი არის Quattro Stagioni („ოთხი სეზონი“), რომელიც ოთხი ნახატისგან შედგება.
მართალია, ამერიკელი მხატვრის ნამუშევრები ხშირად პუბლიკის არაერთგვაროვან რეაქციას იწვევენ, თუმცა, ტვომბლის შემოქმედების აღქმა სხვადასხვა დონეზეა შესაძლებელი. ზოგიერთი მასში მხოლოდ სიცრუეს ხედავს, სხვებისთვის კი, ის მანუსკრიპტებთან და დამწერლობის უძველეს ნიმუშებთან ასოცირდება. არიან ისეთებიც, ვინც ამერიკელი მხატვრის ნამუშევრებში მძლავრ გზავნილს ხედავენ ევროპული ცივილიზაციისადმი. მის ყველა ნამუშევარში გარკვეული აზრის, სიტყვის ან ანტიკურ მითოლოგიაზე მინიშნების დანახვაა შესაძლებელი, ოღონდ ერთი შესწორებით - ყველა სიუჟეტი ტვომბლის ტილოებზე ასახულია მხოლოდ ჩრდილით, მონახაზით (მოხაზულობით) ან მინიშნებით, რომლის დანახვა მხოლოდ დაკვირვებულ დამთვალიერებელს შეუძლია.

მიუხედავად ბევრი კამათისა და მხატვრის „ნაჯღაბნის“ მიუღებლობისა, ტვომბლის ბოლო ნამუშევარი აუქციონზე 70 მილიონ დოლარად გაიყიდა - მილიონით უფრო ძვირად, ვიდრე მისი წინა ნამუშევარი.

კვირის ამბები