ფარნავაზის ქუჩის რეაბილიტაცია მალე დაიწყება, - აღნიშნულ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
ადგილობრივი თვითმმართველობის ცნობით, შესაბამისი სამუშაოების შესყიდვის მიზნით, ტენდერი უკვე გამოცხადებულია და 404 850 ლარია გათვლილი.
„ფარნავაზის ქუჩის სიგრძე 370 მეტრს შეადგენს, აღნიშნული ქუჩა საკმაოდ მაღალი გამტარობისაა და ბოლო პერიოდში რეაბილიტაციას საჭიროებს. სამუშაოების შესყიდვის მიზნით, ტენდერი 25 იანვარს გამოცხადდა. პროექტის სავარაუდო ღირებულება 404 850 ლარია. რეაბილიტაცია ჩაუტარდება როგორც გზის სავალ ნაწილს, ასევე, განახლდება ტროტუარები, მოასფალტდება მიერთებები და მოეწყობა გამწვანების ზოლი“, - აცხადებენ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში.
სატენდერო პირობების მიხედვით, სამუშაოები, გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვეში უნდა დასრულდეს.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში