საზოგადოება
09.02.2021 11:01
ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდინფიცირების 829 ახალი შემთხვევიდან 63 შიდა ქართლში დაფიქსირდა

ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდინფიცირების 829 ახალი შემთხვევიდან 63 შიდა ქართლში დაფიქსირდა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

სიჭინავას ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში კოვიდინფექცია 566 ადამიანმა დაამარცხა, სამწუხაროდ დაფიქსირდა გარდაცვალების 8 ფაქტი.

„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 829 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 314 შემთხვევა, აჭარა - 37, იმერეთი - 150, ქვემო ქართლი - 37, შიდა ქართლი - 63, გურია - 43, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 95, კახეთი - 73, მცხეთა-მთიანეთი - 9, სამცხე-ჯავახეთი - 7, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 4 809, საიდანაც 2 149 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. მძიმე პაციენტია 480, მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 127 პირი. 301 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 2 359 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 430 ადამიანი, თვითიზოლაციაში კი, იმყოფება 12 970 მოქალაქე,“ - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

კვირის ამბები