საზოგადოება
09.02.2021 10:59
შიდა ქართლში კორონავირუსის 63 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსით ინფიცირების 829 ახალი შემთხვევიდან, 63 შიდა ქართლში დადასტურდა.

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას ინფორმაციით, კოვიდ 19-ით კიდევ 8 ადამიანი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3306 გახდა.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 566 პირი, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 254 916-მდე.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 4 809, საიდანაც მძიმე პაციენტია 480, მართვით სუნთქვაზე იმყოფება 127 პირი.

 

კვირის ამბები