საზოგადოება
09.02.2021 10:50
საქართველოში კორონავირუსის 829 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 829 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე - stopcov.ge - ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდის ცნობით, ბოლო 24 საათში, ქვეყანაში კოვიდინფექცია 566 ადამიანმა დაამარცხა, სამწუხაროდ დაფიქსირდა გარდაცვალების 8 ფაქტი.

როგორც ცნობილია, გასული საათის განმავლობაში ჩატარდა 18 331 ტესტი, მათ შორის 12 700 - ანტიგენის სწრაფი ტესტით, 5 631 კი - პისიარ ტესტით.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური - 4,52%, ბოლო 14 დღის - 3,74%, ბოლო 7 დღის - 3,63%.

ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 263 057 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 254 916 გამოჯანმრთელდა, 3 306 კი - გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 430 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობას 2 149 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 301 მოქალაქე.

კვირის ამბები