გორის მუნიციპალიტეტის მერია, ონკოლოგიურ პაციენტებს დახმარება და საჭირო სამედიცინო კვლევებს 300 ლარის ფარგლებში დაუფინანსებს. ადგილობრივი თვითმმართველობა პროგრამის ბენეფიციარებს დაეხმარება სტაციონარული მკურნალობის ხარჯების გასტუმრებაშიც - ასეთ შემთხვევაში წლის ლიმიტი 500 ლარია. რაც შეეხება ონკოლოგიური ავადმყოფების მედიკამენტებით უზრუნვეყოფას, 300 ლარით დაფინანსდება.
როგორც მერიაში აცხადებენ, დახმარებები განკუთვნილია იმ კატეგორიის ბენეფიციარებისთვის, რომელთა სამედიცინო მოსახურეობის ხარჯებსაც სახელმწიფო პროგრამები ნაწილობრივ, ან საერთოდ ვერ ფარავს. ზოგიერთი კატეგორიის ბენეფიციარის დახმარება კი, დიფერენცირებულია სარეიტინგო სოციალური ქულების მიხედვით.
„გორის მერია, მოქალაქეებს სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურეობის დაფინანსებას 2021 წელსაც სთავაზობს. ჩვენთვის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვაა. შესაბამისად, უწყება მოქალაქეებს შესაძლებლობის ფარგლებში ლიმიტირებული ფულადი დახმარებებით მიმდინარე წელსაც უზრუნველყოფს. ზემოხსენებული დახმარებებით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეებს. მათ თანხის მისაღებად წერილობით უნდა მიმართონ გორის მერიას,“ - ამბობენ ადგილობრივ თვითმმართველობაში.
დახმარებების მიღების მიზნით, მერიაში წარსადგენი დოკუმენტების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ როგორც საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში, ასევე ვებგვერდზე: MS.GOV.GE.