საზოგადოება
08.02.2021 14:19
სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გორში ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა
30 წლამდე ასაკის ხ.ე. გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოში მუშაობდა. მას შემდეგ, რაც სამსახურში არ გამოცხადდა და მასთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, თანამშრომლებმა შინ, სუხიშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ კორპუსში მიაკითხეს, შემდეგ კი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს დაუკავშირდნენ, რის შემდეგაც ახალგაზრდა ქალი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
შემთხვევის სავარაუდო მიზეზად ბუნებრივი აირის გაჟონვა სახელდება.
გარდაცვლილს ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. შემთხვევის დროს სახლში მარტო იმყოფებოდა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო ან გაზის ობიექტის ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
კვირის ამბები