საზოგადოება
08.02.2021 11:21
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 204 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 736 პირი

ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 204 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - აღნიშნულის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

სიჭინავამ კოვიდ 19-თან დაკავშირებით, დღეის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.

„ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 6 593 კვლევა ტესტით, მათ შორის 3 887 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 706 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 204 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 262 228-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 7 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3,09%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 736 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 254 350-მდე.

სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 15 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 298 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 204 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 86 შემთხვევა, აჭარა - 11, იმერეთი - 32, ქვემო ქართლი - 16, შიდა ქართლი - 13, გურია - 18, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 14, კახეთი - 8, მცხეთა-მთიანეთი - 3, სამცხე-ჯავახეთი - 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 4 554, საიდანაც 2 229 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 499 პირი, აქედან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 134 პირი. 295 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 2 030 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 446 ადამიანი, თვითიზოლაციაში კი, იმყოფება 13 531 მოქალაქე.

კვირის ამბები