საზოგადოება
08.02.2021 10:29
უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალამდე მისასვლელად ახალი საავტომობილო ხიდი შენდება

უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალამდე მისასვლელად მდინარე მტკვარზე საავტომობილო ხიდი შენდება. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, შესაბამის სამუშაოებს კომპანია ,,construction service“ ასრულებს.

როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობა შიდა სახელმწიფოებრივი გზის მე-7 კილომეტრზე, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მიმდინარეობს. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას შპს „Construction Service“ - ს, სამუშაოების შესრულების ვადად 18 თვე განესაზღვრა. მხარეებს შორის ხელშეკრულება 2019 წლის ნოემბერში გაფორმდა.

ცნობისთვის, ახალი საავტომობილო ხიდი დღეისთვის არსებული გადასასვლელის გვერდით შენდება. მშენებლობის დასრულებამდე, ტურისტები და ადგილობრივი მაცხოვრებლები კვლავ ძველი ხიდით ისარგებლებენ. კომპანია ,,construction service“, საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთას 1 885 015 ლარად შეასრულებს.

Gmnews-ის ინფორმაციით, უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალამდე მისასვლელი ხიდი, რომლითაც ქვეითები და მძღოლები ამჟამად სარგებლობენ, XX საუკუნის 80-იან წლებში აშენდა. არსებულის ახალი საგზაო-ინფრასტრუქტურული ობიექტით ჩანაცვლება დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაკვეთით მომუშავე ექსპერტთა ჯგუფმა დაადგინა, რომ მისი მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია.

 

 

კვირის ამბები