საზოგადოება
08.02.2021 09:09
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მოქალაქეთა მისაღები გორის ცენტრი მუშაობას დღეიდან განაახლებს

დღეიდან, 8 თებერვლიდან, მუშაობას განაახლებს დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მოქალაქეთა მისაღები ცენტრი.

ცენტრის პარალელურად, მუშაპბას იწყებს სააგენტოს ტერიტორიული სამმართველოების მისაღები ცენტრებიც გორში, რუსთავში, ზუგდიდსა და ქუთაისში.

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამუშაო დრო განსაზღვრულია ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00-დან 18:00 საათამდე. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მისაღები ცენტრი – ქ. თბილისი, თამარაშვილის ქუჩა N15ა.

სააგენტოს ტერიტორიული სამმართველოებია:

ქ. გორი, სამების ქუჩა N1;

ქ. რუსთავი, ცურტაველის ქ. N5ა;

ქ. ქუთაისი, ი. აბაშიძის გამზ. N27;

ქ. ზუგდიდი, დ. აღმაშენებლის ქ. N106.

კვირის ამბები