საზოგადოება
08.02.2021 08:44
დღეიდან, 8 თებერვლიდან, ბაზრობების ფუნქციონირება განახლდა

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან, 8 თებერვლიდან, ბაზრობების ფუნქციონირებას განახლდა. აღნიშნულის შესახებ, მთავრობის ხელმძღვანელმა გიორგი გახარიამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა.

შეზღუდვა კვლავ ძალაში რჩება არასამუშაო დღეებში, რაც იმას ნიშნავს, რომ შაბათს და კვირას ბაზრობები მუშაობას ვერ შეძლებენ.

შეგახსენებთ, ბაზრობების ფუნქციონირება კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მოქმედი შეზღუდვების ფარგლებში შეჩერდა.

კვირის ამბები