საქართველოში ჩატარებული ინტენსიური ტესტირების ფარგლებში (ბოლო 24 საათში ჩატარდა 18 335 კვლევა ტესტით, მათ შორის 10 591 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 744 PCR ტესტით), გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 602 ახალი დადასტურებული შემთხვევა. კოვიდ 19-ის გავრცელებიდან დღემდე, საქართველოში გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 261 620-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 569 პირი და ჯამში, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 252 815-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს 3 269 პირი ემსხვერპლა.
დღეს გამოვლენილი ინფიცირების 602 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 246 შემთხვევა, აჭარა - 30, იმერეთი - 101, ქვემო ქართლი - 16, შიდა ქართლი - 21, გურია - 30, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 77, კახეთი - 54, მცხეთა-მთიანეთი - 10, სამცხე-ჯავახეთი - 10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 7.
ამ ეტაპზე, ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 5 510, საიდანაც მძიმე პაციენტია 509, მათ შორის, მართვით სუნთქვაზე იმყოფება 141 პაციენტი.