გორსა და გორის მუნიციპალიტეტში, ამ დროისთვის ოთხი პედაგოგია კოვიდინფიცირებული, - აღნიშნულის შესახებ GMnews-ს გორის საგანმანათლებო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ნანა ტერმაკოზაშვილმა განუცხადა.
ნანა ტერმაკოზაშვილის ინფორმაციით, ინფიცირებული პედაგოგები, თვითიზოლაციის ვადის ამოწურვამდე, გაკვეთილებს დისტანციურ რეჟიმში ჩაატარებენ.
„ამ დროისთვის ოთხი პედაგოგი გვყავს კოვიდდადებითი, მათ შორის, ერთი - მეთორმეტე, ერთი - ფლავის და ორიც მეჯვრისხევის საჯარო სკოლაში. აღნიშნული პედაგოგები, თვითიზოლაციის ვადის ამოწურვამდე, გაკვეთილებს ონლაინ რეჟიმში ჩაატარებენ“, - განაცხადა ნანა ტერმაკოზაშვილმა.
შგახსენებთ, რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველი თებერვლიდან, ქვეყნის მასშტაბით (თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის გარდა) სასწავლო პროცესმა საკლასო ოთახებში გადაინაცვლა. თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში კი, მოსწავლეები სკოლას მომავალი ორშაბათიდან - 8 თებერვლიდან დაუბრუნდებიან.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში