საზოგადოება
05.02.2021 13:16
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ე.წ. სასამართლო პროცესი, რომელზეც გამყოფ ხაზთან  დაკავებული საქართველოს მოქალაქის ზაზა გახელაძის საქმე განიხილებოდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ბრალდების მხარე გახელაძისთვის 14  წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა. ცხინვალის ე.წ. სასამართლომ კი, გახელაძეს 12 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრები 33 წლის ზაზა გახელაძე კასპის მუნიციპალიტეტში, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანონოდ, ივლისში დააკავეს. დაკავებისას, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა აღნიშნული პირი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაჭრეს ფეხის არეში და აღნიშნულის შემდეგ უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება.

დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლები გახელაძეს ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთასა და „მესაზღვრეებისთვის“ ცეცხლის გახსნას ედავებიან.

კვირის ამბები