საზოგადოება
01.11.2019 16:25
1-ლი დეკემბრიდან მეწარმეებისთვის ახალი რეგულაცია შევა ძალაში

1-ლი დეკემბრიდან მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) პრინციპის დანერგვის ფარგლებში, მეწარმეებისთვის ახალი რეგულაცია შევა ძალაში.

„საქართველოს ნარჩენების მართვის კოდექსის“ სახეცვლილი ვარიანტი კონკრეტული პროდუქციის მწარმოებლისა და იმპორტიორის მიერ ადამიანისა და ჯანმრთელობისთვის სახიფათო სპეციფიკური ნარჩენების შეგროვებასა და დამუშავებაზე პასუხისმგებლობის აღებას ითვალისწინებს. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამბობენ, აღნიშნული  მექანიზმის დანერგვით შემცირდება და სისტემატურად განხორციელდება ნარჩენების სეპარირება, ამასთან, მოხდება წარმოების პროცესის შედეგად მორჩენილი მასალის რესურსად გამოყენება, რაც გარემოზე და ადამიანების ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედებას შეამცირებს.

ნარჩენების მართვის პროექტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვედეთის მთავრობის დაფინანსებით და ორგანიზაცია „Georgia’s Environmental Outlook – GEO“- სთან თანამშრომლობით ხორციელდება.

კვირის ამბები