საზოგადოება
05.02.2021 11:03
გორის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მიზნით, მერიამ ხუთი ტენდერი გამოაცხადა

საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, როგორც ქალაქში, ასევე სოფლებშიც, მიმდინარე წელს არაერთი პროექტის განხორციელება იგეგმება, ამ ეტაპზე კი, გორის მუნიციპალიტეტის მერიამ 5 ტენდერი უკვე გამოაცხადა. აღნიშნული პროექტების სავარაუდო ჯამური ღირებულება 3 429 700 ლარია, სარეაბილიტაციო მონაკვეთების მთლიანი სიგრძე კი  6 215 მეტრს შეადგენს.

მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერების მიხედვით, შემდეგი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იგეგმება:

გოგებაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია (მონაკვეთი კახნიაშვილის ქუჩიდან პუშკინის ქუჩამდე) - 530 მეტრი, პროექტის სავარაუდო ღირებულებაა 995 350 ლარი;

კვარხეთისა და ზერტის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია - 3 347 მ. 1 025 240 ლარი;

ქორდში (ე.წ. „ხაჩიურიების უბანში“) ეკლესიამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია - 1 644 მ. 690 260 ლარი;

კარბში მემორიალთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია - 324 მ. 314 000 ლარი;

ფარნავაზის ქუჩის რეაბილიტაცია - 370 მეტრი, 404 850 ლარი;

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გასულ წელს მუნიციპალიტეტში 26,6 კილომეტრი გზა რეაბილიტირდა და აღნიშნული სამუშაოებისთვის 15 058 509 ლარი დაიხარჯა.

კვირის ამბები