საზოგადოება
04.02.2021 13:24
სოციალურად დაუცველი სტუდენტები და სპორტსმენები გორის მერიისგან ხუთასლარიან დახმარებას მიიღებენ

გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ, სოციალურად დაუცველ სტუდენტებს (სარეიტინგო ქულა: 0-დან 100 000 ჩათვლით), სწავლის ღირებულების ნაწილს ადგილობრივი თვითმმართველობა დაუფინანსებს. მოქალაქეების აღნიშნული კატეგორიაზე, სოციალური პროგრამის ფარგლებში, წელიწადში ერთხელ  500 ლარი გაიცემა. ბიუჯეტში, ამდენივე რაოდენობის თანხაა გათვალისწინებული ოლიმპიურ სახეობებში საქართველოს ნაკრების მოქმედ, სოციალურად დაუცველ წევრებზეც. სტუდენტების მსგავსად, ის  სპორტსმენები რომელთა სარეიტინგო ქულა 100 000-სს  არ აღემატება, დახმარების სახით, წელიწადში ერთხელ, 500 ლარს მიიღებენ.

დაინტერესებულმა პირებმა, კუთვნილი თანხის მისაღებად წერილობით უნდა მიმართონ გორის მერიას. წარსადგენი დოკუმენტების შესახებ ინფორმაცია კი, შეუძლიათ იხილოთ როგორც საკრებულოს შესაბამისი დადგენილებაში, ასევე, ვებგვერდზე: MS.GOV.GE

კვირის ამბები