მკვეთრად გამოხატული (უსინათლო) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, გორის მუნიციპალიტეტის მერია, ერთჯერადად, 250 ლარით დაეხმარება. როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, 2021 წელს მოქმედი სოციალური პროგრამის ფარგლებში, ასევე, გათვალისწინებულია მნიშვნელოვნად გამოხატული (უსინათლო) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დახმარებაც, რომელთა სარეიტინგო ქულა 0-დან 150 000-ს აღემატება. მოქალაქეების აღნიშნულ კატეგორიაზე, ფინანსური შემწეობის სახით, წელიწადში ერთხელ 200 გაიცემა. რაც შეეხება სმენადაქვეითებული (ყრუ-მუნჯობა ICD H-90.6; H-91.9) ადამიანების დახმარებას, მათთვის განკუთვნილი ერთჯერადად გასაცემი თანხა, ასევე, 200 ლარს შეადგენს.
GMnews-ი შეგახსენებთ, ზემოხსენებული დახმარებით ისარგებლებენ, მხოლოდ, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეები. კუთვნილი შემწეობის მისაღებად, მათ წერილობით უნდა მიმართონ გორის მერიას. წარსადგენი დოკუმენტების შესახებ ინფორმაცია კი, შეუძლიათ იხილონ როგორც საკრებულოს შესაბამისი დადგენილებაში, ასევე, ვებგვერდზე: MS.GOV.GE.