საინტერესო ამბები
01.11.2019 14:36
საქართველოსა და ინდოეთს შორის საჰაერო მიმოსვლა იწყება
საქართველოსა და ინდოეთის რესპუბლიკას შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 2020  წლიდან იწყება. საქართველოს საავიაციო ბაზარზე  დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია IndiGo შემოდის. დელი-თბილისი-დელის საჰაერო ხაზზე, ავიაკომპანია ფრენებს ყოველდღიურად შეასრულებს.

საქართველოსა და ინდოეთის რესპუბლიკას შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა აქამდე არ განხორციელებულა. პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის თაობაზე შეთანხმებას ხელი  2018 წელს მოეწერა.
კვირის ამბები