საზოგადოება
04.02.2021 11:08
საქართველოში გამოვლენილი ინფიცირების 583 ახალი შემთხვევიდან 31 შიდა ქართლში დადასტურდა

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული 16 605 კვლევის შედეგად (მათ შორის 9 917 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 688 PCR ტესტით), კოვიდ 19-ით ინფოცირების 583 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

,,ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 583 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 260 480-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 671 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 251 748-მდე.

სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 19 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 240 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 583 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 243 შემთხვევა, აჭარა - 34, იმერეთი - 98, ქვემო ქართლი - 46, შიდა ქართლი - 31, გურია - 10, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 58, კახეთი - 48, მცხეთა-მთიანეთი - 2, სამცხე-ჯავახეთი - 9, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 5 466. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 529", - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილე ბერდია სიჭინავამ.

კვირის ამბები