საზოგადოება
04.02.2021 10:06
დღეს გახდება ცნობილი, გორის მუნიციპალიტეტის რომელ სკოლებში რამდენი კლასი განაგრძობს სწავლას დისტანციურად

გორის მუნიციპალიტეტის სკოლებში სასწავლო პროცესი 1-ლი თებერვლიდან საკლასო ოთახებში განახლდა, თუმცა, განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, მოსწავლეთა მშობლებს დასწრებით სწავლებასა და დისტანციური სწავლების ფორმას შორის არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა ჰქონდათ. დისტანციური სწავლების სურვილის დაფიქსირების ვადა გუშინ საღამოს ამოიწურა და შესაბამისად, დღეს გახდება ცნობილი, გორის მუნიციპალიტეტის რომელ სკოლებში რამდენი კლასი განაგრძობს სწავლას დისტანციურად.

შეგახსენებთ, რომ განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, კლასში ონლაინსწავლების ერთი მსუველიც რომ დაფიქსირდეს, მასწავლებელს საკლასო ოთახში ჩატარებული გაკვეთილის პარალელურად, ონლაინგაკვეთილის ჩატარებაც მოუწევს. იმ შემთხვევაში კი, თუ მოსწავლეთა 70% ონლაინსწავლების სურვილს გამოთქვამს, სწავლების აღნიშნულ მოდელზე მთელი კლასი გადავა.
მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის გარდა, სასწავლო პროცესი 1-ლი თებერვლიდან საკლასო ოთახებში განახლდა. 

კვირის ამბები