საზოგადოება
03.02.2021 22:45
როგორი ამინდია მოსალოდნელი გორის მუნიციპალიტეტში უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში

სინოპტიკოსების პროგნოზით, 4-10 თებერვალს, 7 დღის განმავლობაში, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ტემპერატურის მატებაა მოსალოდნელი.

4 თებერვალს, დღის განმავლობაში, ნავარაუდევია მზიანი ამინდი, ჰაერის ტემპერატურა კი  +15 გრადუსამდე მოიმატებს.

მეტეოროლოგების ცნობით, 5 და 6 თებერვალს მოსალოდნელია ნახევრადღრუბლიანი ამინდი და ნალექი წვიმის სახით. ჰაერის ტემპერატურა კი დღისით +9 და +10 გრადუსს მიაღწევს.

რაც შეეხება 7 თებერვალს, მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება ღრუბლიანობა და წვიმა, ჰაერი კი დღისით +12 გრადუსამდე გათბება. რამის საათებში ტემპერატურა -1 გრადუსამდე დაეცემა და მოსალოდნელია ნალექი თოვლჭყაპის სახით.

რაც შეეხება 8, 9 და 10 თებერვალს, მოსალოდნელია უნალექო ამინდი, ჰაერის ტემპერატურა კი კვლავ მოიმატებს და  + 15, + 17 გრადუსს მიაღწევს.

კვირის ამბები