ვაქცინაციის პირველი ეტაპისთვის სულ შეირჩა ათი ცენტრი, მათ შორის შვიდი არის თბილისში და სამი რეგიონებში - ქუთაისსა და ბათუმში, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცავძემ განაცხადა.
როგორც ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ვაქცინაცია დღესვე რომ დაიწყოს, პროცესში ხინჯი არ იქნება.
„ჩვენ გვაქვს ორი ულტრათანამედროვე მაცივარი, რომელიც იძლევა 80 გრადუსზე შენახვის საშუალებას, ასეთი მაცივრები ბევრ განვითარებად ქვეყანას საერთოდ არ აქვს და ჩვენთან საკმარისი რაოდენობაა ამ მაცივრების, ასევე, ლუგარის ცენტრს აქვს თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში და ჩვენს საავადმყოფოსაც. რამდენი ვაქცინის შესანახად იქნება საკმარისი ჯერ არ ვიცი, რადგან არ მინახავს კოლოფი რამხელაა. ჩვენ შევინახავთ მხოლოდ იმ რაოდენობას, რომელიც ჩვენ დაგვჭირდება. მედპერსონალთან ერთდღიანი გასაუბრება ჩატარდება, მაგრამ ისენი იმდენჯერ არიან გადამზადებულები და ტრენირებული, ისე კარგად ფლობენ, როგორც ვაქცინაციის პროცესს, ასევე, ყველა შესაძლო გართულების მართვას, რომ დღესვე რომ დავიწყოთ ვაქცინაცია გარწმუნებთ, არანაირი ხინჯი არ იქნება. ის გართულებები, რომელიც „ფაიზერს“ ახასიათებს ძირითადად არის ალერგიული გართულებები, მათ შორის ანაფილაქსია, მისი მართვის უზარმაზარი გამოცდილება გვაქვს სხვადასხვა ვაქცინების დროს. მთელი ამ წლების განმავლობაში ამ პროცესში ლეტალობის ერთი შემთხვევაც არ ყოფილა“, - განაცხადა თენგიზ ცერცავაძემ.