გორის მუნიციპალიტეტის მერიაში მოქმედი სოციალური პროგრამის ფარგლებში, სოციალურად დაუცველი, მარტოხელა სტატუსის მქონე მშობლები, ერთჯერად ფინანსურ დახმარებას მიიღებენ. პირები, რომელთაც ჰყავთ ქორწინების გარეშე დაბადებული 18 წლამდე ასაკის შვილი/შვილები (0-დან 18-წლამდე) სარეიტინგო ქულა კი, მიღებული აქვთ 0-დან – 70 000-ის ჩათვლით, ადგილობრივი თვითმმართველობისგან შემწეობის სახით 500 ლარი გადაეცემათ. იმ ბენეფიციარებზე კი, ვისაც 70 000-დან 100 000 ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა აქვთ მინიჭებული - 300 ლარის გაცემაა განსაზღვრული. GMnews-ის ინფორმაციით 200 ლარის ოდენობით ფულად დახმარებას მიიღებენ 100 000-დან 150 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე მოქალაქეებიც.
შეგახსენებთ, ზემოხსენებული დახმარებებით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეებს. მათ, თანხის მისაღებად წერილობით უნდა მიმართონ გორის მერიას. დაინტერესებულ პირებს მერიაში წარმოსადგენი დოკუმენტების შესახებ ინფორმაცია შეუძლიათ იხილოთ როგორც საკრებულოს შესაბამისი დადგენილებაში, ასევე, ვებგვერდზე: MS.GOV.GE