საქაშეთში საბავშვო ბაღის ახალი შენობა შენდება. ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, სააღმზრდელო დაწესებულებას, რომელიც წლებია ნაქრავებ ფართში ფუნქციონირებს, სულ მალე საკუთარი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი შენობა ექნება. პროექტის სავარაუდო ღირებულება 725 860 ლარია. სატენდერო პირობების მიხედვით, სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან ექვს თვეში უნდა დასრულდეს.
„შესაბამისი სამუშაოების შესყიდვის მიზნით, გორის მერიამ ტენდერი 25 იანვარს გამოცხადა. საბავშვო ბაღის ერსართულიანი შენობა 50 აღსაზრდელზეა გათვლი. შენობის მიმდებარედ იგეგმება სათამაშო ზონის მოწყობა. საბავშვო ბაღის ეზო კი, მავთულბადით შემოიღობება. გორის მერია, შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ყველა პატარას ჰქონდეს ხარისხიანი სკოლამდელი განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობა“, - აცხადებენ ადგილობრივ თვითმმართველობაში.
GMnews-ის შეგახსენებთ, გასულ წელს უწყებამ დასრულა ერთი საბავშვო ბაღის მშენებლობა და განახორციელა 20 სააღმზრდელო დაწესებულების რეაბილიტაცია.