საზოგადოება
02.02.2021 11:20
სოფელ შინდისის ერთ-ერთ უბანში წყლის სისტემის მოწყობისთვის 474 474 ლარი დაიხარჯა

სოფელ შინდისის ერთ-ერთ უბანში მცხოვრებ 120 - მდე ოჯახს სასმელი წყალი უკვე უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება. ე.წ. „ნახალოვკის“ უბანში გაყვანილი სასმელი წყლის ახალი სისტემა  ექსპლოატაციაში უკვე შევიდა. როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, დღემდე, აღნიშნულ უბანს სოფლის სხვა უბნებისგან განსხვავებით წყალი შეფერხებით მიეწოდებოდა.სამუშაოებისთვის საჭირო თანხა - 474 474 ლარი, 2020 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.

ინფრასტრუქტურული პროექტი ითვალისწინებდა როგორც ჭაბურღილის, საქლორატოროს, წყალსადაწნეო კოშკისა და სანიტარული ზონის მოწყობას, ასევე, ინდივიდუალური მრიცხველების დამონტაჟებას.

GMnews-ის ინფორმაციით, გასულ წელს, სასმელი წყლის პრობლემის მოგვარება 14 სოფელში დაიგეგმა. პროექტების ჯამურმა ღირებულებამ 2 მილიონ ლარს გადაჭარბა.

 

 

 

 

კვირის ამბები