საზოგადოება
02.02.2021 10:59
ბოლო 24 საათში ჩატარებული 17 271 ტესტის შედეგად, კორონავირუსით ინფიცირების 858 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში მორიგი ბრიფინგი გამართა და საქართველოში კორონავირუსის გავრცელების მხრივ არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა.

,,ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 271 კვლევა ტესტით, მათ შორის 11 459 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 812 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 858 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 259 209-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 580 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 250 289-მდე.

სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 14 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 208 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 858 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 339 შემთხვევა, აჭარა - 53, იმერეთი - 158, ქვემო ქართლი - 49, შიდა ქართლი - 50, გურია - 38, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 85, კახეთი - 44, მცხეთა-მთიანეთი - 21, სამცხე-ჯავახეთი - 15, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 5 686, მათგან მძიმე პაციენტია 575 პირი, მართვით სუნთქვაზე იმყოფება 160 პაციენტი.

კვირის ამბები