საზოგადოება
01.02.2021 11:32
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 240 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 681 პირი

ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 240 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ბერდია სიჭინავამ კოვიდ 19-თან დაკავშირებით, დღეის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.

„ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9 056 კვლევა ტესტით, მათ შორის 5 490 კვლევა ანტიგენის ტესტით და 3 566 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 240 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 258 351-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 681 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 249 709-მდე.

სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 16 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 194 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 240 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 86 შემთხვევა, აჭარა - 15, იმერეთი - 37, ქვემო ქართლი - 19, შიდა ქართლი - 21, გურია - 3, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 28, კახეთი - 17, მცხეთა-მთიანეთი - 6, სამცხე-ჯავახეთი - 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0“ - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 5 422, საიდანაც 2 676 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, მძიმე პაციენტია 569, მათგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 162 პირი. 268 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 2 478 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. ამ ეტაპისთვის, საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 474 ადამიანი, თვითიზოლაციაში კი, იმყოფება 15 689 ადამიანი.

კვირის ამბები